ახალი ამბები

თესაუს სტუდენტმა ომბუდსმენის აპარატის ფოტო კონკურსში გაიმარჯვა

კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე 20 საუკეთესო ფოტო შეარჩიეს და საბოლოოდ ჟიურმა შეარჩია სამი გამარჯვებული ფოტო, რომელთაგან მეორე და მესამე ადგილზე გასული ფოტოგრაფები დაჯილდოვდნენ ფოტოსამყაროს ორასი და სამასლარიანი ვაუჩერებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული გიორგი ჩეკურიშვილი დაჯილდოვდა კონკურსის მთავარი პრიზით Samsung galaxy J5 Prime-ის მობილური ტელეფონით.

,,გავიმარჯვე სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხებოდა. ჩვენ ფოტოგრაფები ხშირად ვეხებით მნიშვნელოვან საკთხებს, რომელთა გასაჯაროვებაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი მნიშვნელობის საკითხებს მიეკუთვნება ადამიანის უფლებების შესახებ გადაღებული სურათებიც. მოგებული ჯილდო სამომავლოდ დიდი პატივი და მოტივაციაა, რომელიც ვთვლი შემდგომ პროფესიულ ზრდაში ძალიან დამეხმარება”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჩეკურიშვილმა.