ახალი ამბები

სიღნაღში 60 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებულმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა ი. ბ–მ სანადირო გლუვლულიანი თოფიდან ერთი გასროლით მეზობელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების განხხადებით, შემთხვევა საძოვრების თემაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი გადაიყვანეს წნორის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით, დაზარალებული თბილისში, ქირურგიის ცენტრში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 60 წლამდე მამაკაცის დაჭრაში ეჭმიტანილი პირი ახმეტაში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.