ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნიამორი გამოჩნდა
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.
,,უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორის დაფიქსირება. მანამდე ლაგოდეხში ნიამორის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის (CNF – Caucasus Nature Fund) მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა. პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან (NACRES/ნაკრესი) ერთად ახორციელებს”, – განუცხადეს knews,ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია. ის წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა და შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარის. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვს, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. ის ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ნიამორი ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. ის იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. ნიამორი დაახლოებით 15 წელი ცოცხლობს.