როგორია კენკროვანი კულტურების საინვესტიციო შესაძლებლობები რეგიონში
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლის ნათია ტატიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნება კახეთის რეგიონში კენკროვანი კულტურების წარმოების არსებული მდგომარეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები, დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები და დაინტერესებული მხარეების როლი.
,,შეხვედრის მოსალოდნელი შედეგებია – კენკროვანი კულტურების წარმოების პოპულარიზება, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა მოწესრიგებული ქსელის შექმნა, კოოპერაციის ხელშეწყობის გზით და დარგის განვითარებით დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის და კოორდინაციის გაუმჯობესება.”, – განაცხადა knews.ge-სთან ღონისძიების ორგანიზატორმა.
საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე, გურჯაანში თავისუფლების ქუჩა N80 ა-ში დაიწყება.