ახალი ამბები

თელავში სამხატრო სალონი გაიხსნა

,,არტ გალერეა ქართული მუზა, რომელიც განთავსდა ახვლედიანის ქუჩაზე 13 ნომერში, უმასპინძლებს ბევრ ნიჭიერ ადამიანს. ჩვენთან ყველას შეუძლია, შემოიტანოს საკუთარი ხელით შესრულებული ნაკეთობები, ნახატები და სხვა ნივთები. ვგეგმავთ საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას. უახლოეს მომავალში, ყოფილი ,,გიშერის” შენობაში გაიმართება ნახატების გამოფენა”, – განაცხადა knews.ge-სთან ნონიკაშვილმა.