დედოფლისწყაროს საკრებულოში ფრაქცია ,,რესპუბლიკელები” გაუქმდა
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ გაუქმებას და ფრაქცია ,,ქართული ოცნება- ძლიერი მუნიციპალიტეტის“ შექმნას.
ფრაქციის წევრების თქმით, ახალ ფრაქციას საკრებულოს წევრი აკაკი ნატროშვილი უხელმძღვანელებს.
დღესვე, კენჭი ეყარა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას. ფარული კენჭისყრით ამ თანამდებობაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი აირჩიეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს საკრებულო უახლოეს სხდომაზე აირჩევს.