ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები ჩინეთში გაშენდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნინსიას პროვინციის ღვინის მრეწველობის განვითარების ადმინისტრაციისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით და ქვევრის ღვინის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ და ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის კომპანიები მოინახულეს.
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში. საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, სწორედ ამიტომ, ჩინური მხარისთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
ნინსიას პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.