სტატიები

თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები ფერმერებისა და მეწარმეებისთვის

ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე knews.ge-სთან განმარტავს, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში ახალი იმპულსი მისცა ევროკავშირ-საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრიცეზე (DCFTA) შეთანხმების პერსპექტივამ. 

,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის ის სიკეთე, რასაც ჩვენი ფერმერებისა და თუ ბიზნესმენებისთვის უამრავი სიახლისა და სარგებელის მოტანა შეუძლია. ფაქტობრივად, საქართველომ დაიწყო ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის შეტანა, თაფლი, თხილი, ღვინო და სხვა. თუმცა, უნდა აიღინიშნოს, რომ გაცილებით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ფმერმერს, მეწარმეს, გლეხს. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შექმნან ევროკავშირის ბაზრის თავსებადი პროდუქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად მოვახერხებთ ქართულმა პროდუქციამ დაიმკვიდროს ნიშური ადგილი ევროკავშირის ბაზარზე. რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრებს, ამაზე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვაფართოებთ არეალს. რეგიონებში ადგილობრივი ცენტრების მუშაობა უნდა გააქტიურდეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით. გვინდა, რომ სავაჭრო პალატის წარმომადგენლებიც იყვნენ ადგილზე რომ ფერმერებს ქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია რა სარგებელი მოაქვს ამ ხელშეკრულებას და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია მათთვის და ყველასთვის. ამ ყველაფერში კი, ადგილობრივი მედიის როლი უმნიშვნელოვანესია,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ექსპერტები სოფლის მეურნეობის დარგში განმარტავენ, რომ პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლების კუთხით არის ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. ამას ეთანხმებიან წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ისინი knews.ge-სთან აცხადებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ინფორმაციას არ ფლობენ.

,,ინფორმაცია აქვთ მსხვილ კომპანიებს, სადაც ისევ დიდი ბიზნესია, ასევე კოოპერატივებს ვისაც გრანტები აქვთ და შეუძლიათ, დანერგონ ის სტანდარტები რაც ევროკავშირის ბაზარზე გასატანად არის საჭირო. წვრილ და საშუალო ფენას არც ინფორმაცია მიეწოდება და არც ხელი მიუწვდება ფინანსებზე, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის მოთხოვნები. ყველას უნდა ქონდეს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე და თვითონ გადაწყვიტოს რა ურჩევნია, მეტი იშრომოს რომ გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტი, თუ გაყიდოს თითო ყუთი ატამი სოფლის შარაზე. დახმარების გარეშე საშუალო და წვრილი ფერმერები ვერაფერს შეძვძლებთ, ისევ დიდი ბიზნესი მდიდრდება და სარგებელსაც ისინი ნახულობენ“, – აცხადებენ მეწარმეები.

,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი ყურადღებას უვიზო მიმოსვლაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ მეწარმეების, ფერმერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება კონტაქტების დასამყარებლად.

,,უვიზო მიმოსვლით, პირველ რიგში, ეძლევათ მეწარმეებსა და ფერმერებს საშუალება, რომ დაამყარონ მეტი კონტაქტები, ევროპაში მონახონ პარტნიორები, დადონ ხელშეკრულებები. შესაბამისად, გაიტანონ თავიანთი მაღალხარისხიანი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქტი და მიიღონ ფინანსური სარგებელი. ეს არის ევროკავშირის სიკეთე ჩვენთვის. მაგალითად, კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის საკითხი. ევროკავშირმა სრულად გახსნა ბაზარი ქართული ღვინიათვის და უკვე საკმაოდ ფართედ არის წარმოდეგნილი ბაზარზე. ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი ნათლად აჩვენებს იმას თუ რამხელა სარგებელი უკვე მოუტანა ჩვენ მეწრმეებს თავისუფალმა სავაჭრო სივრცემ. ვიზალიბერალიზაციის თვალისაზრისით კი, როდესაც შენგენის წევრი 30 ქვეყანა უხსნის ჩვენს ქვეყანას საზღვარს, გაცილებით მიმზიდველი გახდება ინვესტიციის მოზიდვისთვის, რაც მეტი სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტიაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განმარტავს knews.ge-სთან გიორგი ფარეშიშვილი.