ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული რეისების გახორციელება დაიწყო
შსს–ს ინფორმაციით, ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა. მათთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმაც იმგზავრა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ვერტმფრენი სოფელ თუშეთში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეების გარდა, ომალოში მცხოვრებ მოსახლეობასაც მოემსახურება. ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება, ამიტომ თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.