ვიდეორეპორტაჟი

ჰოლანდიური ჯიშის ქათმის ფერმა საგარეჯოში

საწარმოში 150 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ფაბრიკის დირექტორი ზვიად ჯოხაძე ამბობს, რომ მეკვერცხული წიწილები ჰოლანდიიდან ჩამოიყვანეს და გაზარდეს. დღესდღეობით ფერმაში 10 ათასი ფრთა ქათამია.

საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მეფრინველეობის ფერმაში ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი. ნინოწმინდაში ფერმის ჩამოყალიბების იდეა, რაც შემდეგ ბიზნესად აქციეს, ზვიად ჯოხაძეს და მის რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა.

,,აღნიშნული საწარმო არის შპს ,,ახალი ქართული პროდუქტი“, რომელსაც ყიდის კვერცხს “ალიონის” დასახელებით. საწარმოში 14 ადგილობრივია დასაქმებული. ჩვენ ვახორციელებთ დისტრიბუციას, კვერცხი ყოველდღე გადის სარეალიზაციოდ. პროდუქცია ძირითადად იყიდება თბილისის მაღაზიებსა და მარკეტებში“, – განუცხადა knews.ge–ს ზვიად ჯოხაძემ.

ზვიად ჯოხაძე, საწარმოს ხელმძღვანელი

საწარმოში დასაქმებულების სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. დალი როჭიკაშვილი აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა ფერმას ასუფთავებენ და შემდეგ კვერცხს სარეალიზაციოდ ამზადებენ.

,,პირველ რიგში ვნახულობთ ქათმებს, ვგვით, ვასუფთავებთ და 11 11 სათამდე გასაყიდად ვაგროვებთ კვერცხს. შემდეგ კვერცხი იბეჭდება, ვაწყობთ ყუთებში და გადის სარეალიზაციოდ. კვერცხს კატეგორიების მიხედვით ვახარისხებთ, ნოლი, პირველი და მეორე, რაც განსაზღვრავს კვერცხის ზომასა და წონას“, – აღნიშნა დალი როჭიკაშვილმა.

მეწისქვილე–ოპერატორი ამირან ლაღაძიშვილი ქათმებისთვის ხორბალს და სიმინდს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. ლაღაძიშვილის მტკიცებით, საკვებიც და კვერცხიც ნატურალურია.

,,ადგილობრივ პროდუქციას ვყიდულობთ კახელი ფერმერებისაგან რაც აქ იწარმოება, ხორბალი, სიმინდი და სხვა. ქათმებს ვაჭმევთ ნატურალურ საკვებს“, – განუცხადა knews.ge–ს ამირან ლაღაძიშვილმა.

ამირან ლაღაძიშვილი, მეწისქვილე–ოპერატორი 

საწარმო ამ ეტაპზე პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ზვიად ჯოხაძის ინფორმაციით, ახლო მომავალში ბიზნების გაფართოებას გეგმავს. მისივე თქმით, სოფელში ადგილობრივების დასაქმდება და ფინანსურად მდგრადობის შენარჩუნება მათი ერთ–ერთია პრიორიტეტია.

,,ჩვენი კომპანია არის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარი. ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, ჩვენი მიზანია დავასაქმოთ უფრო მეტი ადგილობრივი მოსახლე. სამომავლოდ წიწილების ფერმის მოწყობასა და მეხორცული ჯიშის ქათმების მოშენებას ვაპირებთ”, – ამბობს ჯოხაძე.