თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება
“გამანაწილებლები კოლექტორის 16 კმ-იანი ქსელით მიუერთდება თელავის კანალიზაციის ძირითად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მდინარეში აღარ მოხვდება ფეკალური მასები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ობიექტზე 70 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა”, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია. საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.