სამართალდამცავებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ – ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ – სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით. დანაშაული ითვალისწინებს 6 -დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.