ახალი ამბები

დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში

 როგორც knews.ge – ს პროექტის დირექტორმა მაია მიქაშავიძემ განუცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები ინტერნეტმედიის აქტიური მომხმარებლები ხდებიან: იღებენ ინფორმაციას და მსჯელობენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე,  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული მედიასაშუალებებიტელევიზიები, რადიოები, გაზეთები გაძლიერდნენ ონლაინ სივრცეში და გააუმჯობესონ ჟურნალისტური კონტენტი, რაშიც მათ ჩვენი პროექტი დაეხმარება. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება მაღალი ხარისხის ჟურნალისტური მასალების მომზადება შერჩეულ ორგანიზაციებთან  ერთად, ასევე თემატური და  ბიზნესტრენინგები ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერებისთვის. პარტნიორები ასევე ჩაერთვებიან პროექტის სხვა აქტივობებშიც — ახალგაზრდობასთან შეხვედრებში სახელწოდებით „ევროპულ კაფე,” საზაფხულო მედიაბანაკში, ტექნოლოგიური ინოვაციის ლაბორატორიასა და ჰაკატონში.

 ცხრა რეგიონული მედიაორგანიზაცია მიიღებს მიკროგრანტს, მულტიმედია კონტენტს, აღჭურვილობას და ტექნიკურ დახმარებას, რათა შინაარსობრივად და ტექნოლოგიურად განავითარონ ონლაინ პორტალები. ეს ორგანიზაციებია: 

  1. გაზეთები: “სამხრეთის კარიბჭე” (ახალციხე)
  2. კახეთის ხმა” (თელავი);
    3. 
    ინტერნეტსაშუალება  www.qartli.ge/  (გორი);
    4. 
    ტელეკომპანიები:  “თრიალეთი TV” (გორი), “TV ბორჯომი” (ბორჯომი), “მეგა TV” (ხონი), “გურჯაანი TV” (გურჯაანი), “მე-9 ტალღა” (ფოთი)  5.  რადიო: ძველი ქალაქი” (ქუთაისი).  

მათთვის მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტებს, სახელწოდებით „GeorgiaPlus”, მოამზადებენ: 

1. ჟურნალები “ინდიგო” და “ლიბერალი”;
2. ინტერნეტსაშუალებები “JamNews” და “MyAngle”;
3.  ჟურნალისტთა ჯგუფი.  

 პროექტი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება და მედიაწიგნიერების გაზრდა  ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურება, რაც ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჟურნალისტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების მუშაობას აკვირდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესაბამისი უნარები გააჩნდეთ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პროექტში მონაწილე მედიაორგანიზაციები ქართული ჟურნალისტიკის დღეს — 21 მარტს დასახელდა,” – განაცხადა აშშ საელჩოს პრესისა და კულტურის ატაშემ, კორტნი ოსტრიანმა.

„GeorgiaPlus” -ის ინგლისურენოვანი ვერსიები უკრაინასა და მოლდოვაშიც გავრცელდება.

ასეთია კონკურსის შედეგები, რომელიც ინტერნიუსი საქართველომ ინტერნიუს ნეთვორქთან ერთად ჩაატარა პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში.   პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

პროექტი ასევე მხარს დაუჭერს ქართველ, მოლდოველ და უკრაინელ ჟურნალისტებს ერთობლივად აწარმოონ პროდუქცია, დააკავშირებს რეპორტიორებს და საინფორმაციო ტექნოლოგებს სასარგებლო ონლაინ ინსტრუმენტების შესაქმნელად, მედიაწიგნიერების ასამაღლებლად ახალგაზრდებს “ევროპულ კაფეში” მიიწვევს  და ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა საინფორმაციო ჩართულობას.