სოფელ ჩაილურში ხანძრის შედეგად 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

როგორც knews.ge–ს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა სოლომონ გრძელიშვილმა განუცხადა, ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდნენ გარდაცვლილის შვილები. მისივე ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მოხუცმა მამაკაცმა განზრახ გააჩინა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დამწყვრობით თბილისში გადაიყვანეს. დაზარალებულები თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. 
 „სოფლის მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ მოხუცმა ხანძარი სახლში განზრახ გააჩინა. მოხუცი მამაკაცი ვენახშიც ჩავიდა, თივას ცეცხლი წაუკიდა და სხეულის ნაწილები თავადაც დაეწვა. მოხუცი მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში წევს და იქ მკურნალობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხანძარს ემსხვერპლა 40 წლის მამაკაცი, რომელმაც სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ბავშვები და მეუღლე გადარჩნენ. 11 და 8 წლის ბავშვებს მკურნალობა უტარდება თბილისის დამწვრობის ცენტრში. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განუცხადა knews.ge–ს სოლომონ გრძელიშვილმა. 
მომხდარ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.