ახალი ამბები

გურჯაანში უფასო სამედიცინო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები დაიწყო

,,სოფლის ამბულატორიაში “ჯეო ჰოსპიტალსის” ექიმებმა უფასო სამედიცინო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს მოსახლეობას.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის მაღალპროფესიონალმა კარდილოგმა, ტრავმატოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და სხვა პროფილის ექიმებმა. 

მოსახლეობამ, ასევე, მიიღო უფასო ინსტრუმენტული კვლევვები ექოსკოპიის, კარდიოექოსკოპიისა და ოფთალმოსკოპიის სახით”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი მაჩხაშვილმა.

მსგავსი სახის აქციები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.