ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი – დემოკრატია იწყება თვითმმართველობით

,,მიმაჩნია რომ ადგილობრივი ინსტიტუტები უნდა განვითარდეს მეტად. მნიშვნელოვანია, სოფელში, თემში, ქალაქში იყოს ძლიერი თვითმმართველობა. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს ძლიერი თვითიმმარტველობა, რათა ადგილზე იყოს შესაძლებელი ბევრი პრობლემისა თუ საკითხის გადაჭრა. დემოკრატია იწყება თვითმმართველობით” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას. 

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია” დღეს თელავიდან დაიწყო. ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კამპანია დაეხმარება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. მარგველაშვილის კამპანია ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.