ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლიტიკოსებს საზოგადოების ჩართულობისაკენ მოუწოდებს

საინფორმაციო შეხვედრები გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში დღეს თელავიდან დაიწყო. ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს. პრეზიდენტის განცხადებით, არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გადაწყვიტოს საკითხები საზოგადოების ჩართულობის გარეშე. 
“არაერთხელ გადასინჯულა კონსტიტუცია დახურულ კარს მიღმა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოდგომია. 
ჩვენთვის მნიშვნელოვან ის, რისი ჩაწერა სურს კონსტიტუციაში საზოგადოებას, როგორი უნდა იყოს ხალხის ჩართულობა არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ ამ პროცესებში.
მნიშვნელოვანია, ჩვენ რა გვაერთიანებს. ერთიანი სულისკვეთებით შექმნილი დოკუმენტი უნდა გახდეს გამთლიანების წინაპირობა. რასაც საზოგადოება იტყვის, იმ საკითხებზე უნდა მიმდიმარეიბდეს ბაასი. 
არცერთმა პოლიტიკური ძალამ არ უნდა გადაწყვიტოს საკითხები საზოგადოების ჩართულები გარეშე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პროცესი ასევე დაეხმარება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. მარგველაშვილის კამპანია ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.