სოფელ ნინოწმინდაში მეფრინველეობის საწარმო გაიხსნა
,,ახალი ქართული პროდუქტი“ თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, მეფრინველეობის ფერმაში 10 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8000 -დან 10 000 -მდე კვერცხს აწარმოებს რომლის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.
,,საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული. ეს კომპანია არის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარი. საწარმოში ჯამურად 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 70 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა,” – განაცხადა გზირიშვილმა.

