ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი თელავს ეწვევა

პირველი შეხვედრა ხვალ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ხოლო 13:30 საათზე შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაგრძელდება, სადაც დაინტერესებულ პირებს პრეზიდენტი ახალ პროგრამას წარუდგენს.

როგორც knews.ge – ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  გიორგი მარგველაშვილი  ეწვევა თელავში მოქმედ ადგილობრივ საწარმოებსაც პროგრამა „მოითხოვე ქართულის” ფარგლებში.