ახალი ამბები

აშშ-ს საელჩომ გარდაცვლილი თელაველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა

კონფერენციის ფარგლებში დაწესდა თელავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის ქალის მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი.

,,კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თელავში 2015 წლის 30 დეკემბერს გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. 
მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მაია ავახიშვილის გაარჩენას კი ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავის გადარჩენა ვერ მოხერხდა.