დაამსხვრიეთ შუშის ჭერი – აქციას თელავშიც შეურთდებიან
“შუშის ჭერი” – ასე უწოდებენ იმ არსებულ, მაგრამ ერთი შეხედვით უხილავ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს კარიერულ წინსვლაში. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ირაკლი იაგორაშვილის განცხადებით, საქართველოში გოგონებისა და ქალების აკადემიური მოსწრება შესანიშნავია, ქალები სამსახურებშიც პასუხსიმგებლობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ქალები.
“მიუხედავად ქალების ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ – იკავებენ მენეჯმენტის შუალედურ რგოლს და ვეღარ წინაურდებიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა “შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს. ვფიქრობ, დღესდღეობით საზოგადოება ქმნის ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის ქალებს კარიერულ წინსვლაში, რაც დაუშვებელია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ისევე თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზაცია და ამ აქციის მიზანიც სწორედ ეს არის. სტერეოტიპები ხშირად ხელს უშლის ქალებს კარიერულ წინსვლაში და ჩვენი მიზანია შექმნილი ‘შუშის ჭერის” დამსხვრევა“, – აცხადებს ირაკლი იაგორაშვილი.

