ახალი ამბები

ლაგოდეხში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა

როგორც knews.ge–ს ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში განუცხადეს, 37 წლის მამაკაცი კლინიკაში თავის ტრავმით ნასვამ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. 
,,პაციენტი აგრესიით გამოირჩეოდა, ახლობლები მის დაწყნარებას ცდილობდენ, მოგვიანებით კი მისი შეკავება ვეღარ შეძლეს და მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა. სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ნინიგორში ცხოვრობდა”, – განუცხადეს knews.ge–ს ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.