ახალი ამბები

სოფელ ლამბალოს საბავშვო ბაღში ბიბლიოთეკა გაიხსნა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საბავშვო ბაღში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ქართული ბიბლიოთეკები სხვა არაქართულენოვან სოფლებშიც გაიხსნება.
,,ეკვილიბრიუმი ახალ სიმაღლეს შეეჭიდა. არაქართულენოვან სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა დავიწყეთ. სოფელ ლამბალოში უკვე გავხსენით ბიბლიოთეკა და წიგნებიც ჩავუტანეთ. აზერბაიჯანელ ბავშვებს მცირე გაკვეთილებიც ჩავუტარეთ. ეკვილიბრიუმი ყველა ეთნიკური უმცირესობებებით დასახლებულ სოფლებს მოივლის”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.