ახალი ამბები

მაშველებმა ყვარელში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ–ერთ ტურისტს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ის ამ დროისთის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.
,,შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, ერთ-ერთი ქალი დაშავდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. შსს-ს მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც იგი მაშველებმა, დანარჩენ ტურისტებთან ერთად, თბილისში გადმოიყვანეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.