ახალი ამბები

ავარიაში დაშავებული ახმეტელი 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ის ისევ სუნთქვით მართვაზე იმყოფება. ჭაბუკაშვილს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაახლოებით სამი კვირაა, რაც მკურნალობენ. 
 „თვალები გაახილა, ტვინის შეშუპება დაცხრა. ექიმები იმედოვნებენ, რომ თორნიკე გადარჩება“, – განუცხადეს knews.ge–ს თორნიკე ჭაბუკაშვილის ოჯახის წევრებმა. 
 თორნიკეს დასახმარებლად თი ბი სი ბანკში გახსნილია ანგარიში: GE68TB7749745061100004
მიმღები: მარიამი ჭაბუკაშვილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩაბინაანში 5 თებერვალს მოხდა. როფორ knews.ge-ს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, “სუბარუს” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თორნიკე ჭაბუკაშვილის გარდა დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.