ახალი ამბები

საგარეჯოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გზირიშვილის ინფორმაციით, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” შენობას ქარმა გადახდა სახურავი, საიდანაც გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა.
,,შენობას, რომელსაც სახურავი გადახადა, რამდენიმე ოფისია განთავსებული. შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახურავი გადმოვარდა სავალ გზაზე, რის შედეგადაც 10 მანქანა დაზიანდა”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი გზირიშვილმა.
იგი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა სახით დაეხმარებიან დაზარალებულებს. მისივე თქმით, სპეციალისტები დაზიანებული ავტომობილების ხარისხს შეისწავლიან. 
,,შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. ძლიერი ქარის შედეგად ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხე და ელექტროსადენები”, – აღნიშნა გზირიშვილმა.