თელავში ახალი სასტუმრო გაიხსნება
სასტუმრო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში შენდება. როგორც Knews.ge–ს შპს “სამეფოში” განუცხადეს, პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს, მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს. სასტუმროში კი, რომელიც 2017 წლის ივნისში გაიხსნება, დასაქმდება 39 ადამიანი.
,,ბიზნესის განვითარების მხრივ თელავში ახალი სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვანია. ახალი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოსაც შევთავაზებთ”, – განუცხადეს Knews.ge–ს შპს “სამეფოში”.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს შეადგენს.
„სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 18 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით 400-ზე მეტ ოთახს შექმნის, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს“, – განაცხადეს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

