ახალი ამბები

ქართველი ფერმერებისთვის ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია შეიქმნა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ვებ–გვერდი traktor.ge ფერმერებს სთავაზობს სამეურნეო დახმარებას: საჭიროებაზე მორგებული რჩევები კონსულტანტებისგან − დაწყებული აგრონომებით და დამთავრებული ვეტ-ექიმებით. 

,,traktor.ge–ზე განთავსებული იქნება ციფრული კალენდარი – მოსავლის თითოეული ტიპისთვის საჭირო მთავარი პრაქტიკების მიმოხილვა;

სასარგებლო რჩევები – დისტანციური შესწავლისთვის განკუთვნილი იმ მთავარი ტექნიკების მონაცემთა ბაზა, რომლებიც გამოცდილი და უტყუარია მოსავალის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
ინტერნეტ მაღაზია – ქვეყნის მასშტაბით არსებული, ფერმერთა წამყვანი ცენტრების მიერ უზრუნველყოფილ საუკეთესო ნედლეულის მარაგთან მარტივი წვდომა.

„ტრაქტორი” „კარტლისის აგროსისტემებთან” თანამშრომლობით, ფერმერებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად შეისყიდონ ფერმისთვის საჭირო 300-მდე პროდუქცია საუკეთესო ფასად და ისარგებლონ ადგილზე მიტანის სერვისით”, – აცხადებენ პროექტის წარმომადგენლები.

ფერმერების სიახლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. 

,,ჯერჯერობით, არ ვიცნობ ამ ვებ–გვერდს, თუმა მიმაჩნია, რომ საჭირო და აუცილებელია. რაც მეტი საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია ექნება ფერმერს, მით მეტად დაახლოვდება ახალ სტანდარტებთან და მეტი სარგებელი გვექნება”, – განუცხადა knews.ge–ს სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებმა ფერმერმა თეიმურაზ მარგალიტაშვილმა. 

ახალი აპლიკაცია შეიქმნა პროექტის „საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული განათლების განვითარება” ფარგლებში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:traktor.ge