ავარიაში მძიმედ დაშავებულ ახმეტელ 22 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება
თორნიკეს დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში: GE68TB7749745061100004
მიმღები: მარიამი ჭაბუკაშვილი.
თორნიკე ჭაბუკაშვილს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოში განუცხადეს, ის სუნთქვით მართვაზე იმყოფება და აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა.
“მას აღენიშნება ტრამვული სუბარაქნოიდული სისხჩაქცევები, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრამვული მწვავე ეპიდური ჰემატომა მარცხნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში, თავის ტვინის შეშუპება, მარცხენა თხემ-საფეთქლის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, – განუცხადეს knews.ge-ს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩაბინაანში 5 თებერვალს მოხდა. როფორ knews.ge-ს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, “სუბარუს” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თორნიკე ჭაბუკაშვილის გარდა დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.