თელავის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპზე 50–მდე მონაწილე გამოცხადდა
როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისიაში განუცხადეს, კონკურსის მესამე ეტაპზე 50–მდე მონაწილე გამოცხადდა.
,,კონკურსში თავდაპირველად 133 კონკურსანტი გამოცხადდა. კომისიამ პირველივე ეტაპზე 12 კონკურსანტს არასათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გამო ტესტირებაში მონაწილეობაზე უარი უთხრა. გასაუბრების ეტაპი გაიმართა 8, 9 და 10 თებერვალს. კონკურსის შედეგები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. კონკურსანტებს კი კომისიის გადაწყვეტილება წერილობით დაეგზავნებათ. ”, – განუცხადეს knews.ge–ს თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესატაციო კომისიაში.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 14 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი 2017 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. 2 თავისუფალი ადგილი საკრებულოშია, ხოლო 12 – გამგეობაში.