ვიდეორეპორტაჟი

ვაზის გადაწვენა ახალი ტექნოლოგიით

მევენახეების განცხადებით, ვაზის გადაწვენის სამუშაოები თებერვლის ნახევრიდან უნდა დაიწყოს და მარტის ბოლომდე უნდა დამთავრდეს. მათივე ინფორმაციით, ვაზის გადაწვენა შემოდგომაზეც შეიძლება ვიდრე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ დაეცემა, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარება გაზაფხულზე უმჯობესია, სანამ ვაზი კვირტის გამოტანას დაიწყებს.
“ვაზის გადასაწვენად ასევე საჭიროა ლერწის გასუფთავება; სარის ჩარჭობა, რათა შემდგომში ლერწი დამაგრდეს; მიწიდან ამოსული ლერწი უნდა გადაიჭრას 2 კვირტზე”, – აცხადებენ მევენახეები.
გთავაზობთ ვიდეოს, მევენახეებმა, შედარებით ნაკლებ დროში, ვაზი როგორ უნდა გადააწვინონ ახალი ტექნოლოგიის დანერგვით.

წყარო: Agriculture & Tractor