ახალი ამბები

თესაუს 200–მდე სტუდენტი სტატუსის აღდგენას ვერ ახერხებს

როგორც Knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა განუცხადა, 2015–2016 წლებში სტუდენტებს სტატუსი მხოლოდ ფინანსური დავალიანების გამო არ შეჩერებიათ.
,,აქედან ყველა სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო არ შეჩერებია სტატუსი. ზოგი პირადი განცხადებით იჩერებს, ზოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გამო. სწავლის გადასახადს ჩვენ 4 ნაწილად ვყოფთ და სტუდენტებს შეუძლიათ, მასე დაფარონ დავალიანება. მათ, ასევე, სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ”, – განუცხადა Knews.ge-ს ნინო კახაშვილმა.