საგარეჯოში აგრარული ბაზრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196 ათასი ლარი გამოიყო.
,,ბაზარი თანამედროვე ტიპის და კეთილმოწყობილი შენობა იქნება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა”, – განაცხადეს გამგეობაში.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში აგრარული ბაზარი თითქმის 6 წელია არ არსებობს და მოვაჭრეებს ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა.