კახეთში ხვალიდან რამდენიმე დღე ითოვებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით,ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ამინდი დღეს, დღის მეორე ნახევრიდან შეიცვლება.
ხვალ დღისით ჰაერის ტემპურატურა +2 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით –3 გრადუსამდე დაეცემა. უამინდობა რეგიონში 14 თებერვლამდე გასტანს. 15 თებერვლიდან რამდენიმე დღე გამოიდარებს.