ავარიის შედეგად დაშავებული 22 წლის ახმეტელი მამაკაცის დგომარეობა კრიტიკულია
knews.ge-ს ინფორმაციით, ის სუნთქვით მართვაზე იმყოფება. ჭაბუკაშვილს მკურნალობას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უტარებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩაბინაანში 5 თებერვალს მოხდა. როფორ knews.ge-ს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, “ნისანის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თორნიკე ჭაბუკაშვილის გარდა დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
“საშინელი ავარია იყო. სანამ მანქანა ხეს შეეჯახებოდა, თორნიკე მანამდე გადმოვარდა ავტომობილიდან და თავი დაუზიანდა. ეხლა ის კომაშია”, – განუცხადეს knews.ge-ს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა.