თელავში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
დამწვარია საცხოვრებელი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ცეცხლის ლოკალიზებას ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდა.
გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს.