სოფელ ვაჩნაძიანში გვიანი შუა საუკუნეების ნასახლარი აღმოაჩინეს
როგორც knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეცაილისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, აღმოჩენას სოფლის მაცხოვრებელმა ზურაბ გრძელიშვილმა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს მიაკვლია.
„დღეს აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენილი ნაგებობის ფრაგმენტები გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა ნახევრად მიწით არის დაფარული და გეგმა მთლიანად არ იკითხება. ნაპოვნია ადამიანის ძვლების ფრაგმენტები,ქვევრისა და კრამიტის ნატეხები“, – განუცხადა knews.ge–ს თამაზ მარკოზაშვილმა.
ძეგლთა დაცვის სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ადგილას არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს.
ფოტო: კახა კუპატაძე