ახალი ამბები

სიღნაღის თეატრის გაყიდულ შენობას სავარაუდოდ გამგეობა შეისყიდის

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიღნაღის თეატრმა ისევ ძველ შენობაში გააგრძელოს ფუნქციონირება. თეატრის შენობის ამჟამინდელ მფლობელს, შპს „ალფას“ წარმომადგენელს შევხვდით, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. თუ თანხა, რომელსაც შემოგვთავაზებ შენობის ამჟამინდელი მფლობელი, მისაღები იქნება, ფართს შევისყიდით, თუ არა და იჯარაით ავიღებთ. ჯერჯერობით არ უთქვამს, რა თანხად გაყიდის შენობას“,- განუცხადა Knews.ge–ს დავით ჯანიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სიღნაღის თეატრის შენობა ეკუთვნოდა „კინოგაერთიანება რუსთაველს“, რომელმაც აღნიშნული ფართი 50 ათას დოლარად გაყიდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი შპს „ალფაა“ თეტრალურ დასს ფართის დაცლას სთხოვს. თეატრი ამ შენობაში 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.