შსს – საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 19,8%–ით გაიზარდა
შსს–ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა 387 070 ვიზიტორი, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია.
უწყების ცნობით, 2017 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – ომანი. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ზრდა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.