გურჯაანში ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოაჩინეს
როგორც Knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ნაპოვნია რამდენიმე ადამიანის ჩონჩხი და უძველესი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
,,გზის პირას მაღაზიის ასაშენებლად მოჭრეს მიწა და იქ აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი, თიხის ჭურჭლის ნატეხები და სარდიონის წვრილი მძივი. აღნიშნული ნივთები დაახლოებით 3 000 წლის წინანდელია. მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა და ამით დასტურდება, რომ სოფელი გურჯაანი, ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული პუნქტი ყოფილა”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.