ახალი ამბები

ქალაქ თელავში ა(ა)იპ ორგანიზაციებს დაფინანსება შეუმცირდათ

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს მხოლოდ ერთ ა(ა)იპ ორგანიზაციას, ბაგა-ბაღების გაერთიანებას გაეზარდა დაფინანსება.
უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, შემცირდა მერიის საპრემიო ფონდიც.
,,მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ორგანიზაციებისთვის გამოყოფილია 3 მილიონ 69 000 ლარი.  აღსანიშნავია, გარდა ბაგა–ბაღების გაერთიანებისა, რომლის დაფინანსებაც გაიზარდა 10 000 ლარით, დანარჩენი ა(ა)იპ ორგანიზაციებს შეუმცირდათ.
უწყების საპრემიო ფონდი კი, ერთი პრემიით განისაზღვრა. გამონთავისუფლებული თანხა ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება,”– განუცხადა knews.ge-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მურად ფანცქალაშვილმა.