სოფელ ჩუმლაყში წიწაკის სათბური გაიხსნება
სათბურში 1 200–მდე ძირი ჰოლანდიური ჰიბრიდის, „სამანდერის“ (ბულგარული წიწაკა) მცენარის დარგვა იგეგმება.
პროექტის ღირებულება 13 000 ლარია. ბიზნესიდეის ავტორის კახა წანაწყენიშვილის ინფორმაციით, თითო მცენარე დაახლოებით 5-8 კილოგრამ წიწაკას იძლევა და შემოდგომისთვის დაახლოებით 8 ტონა მოსავალს მიიღებენ.
„რკინის კონსტრუქცია უკვე გაკეთებულია, შხამქიმიკატები, ორგანული სასუქი და საჭირო მასალა უკვე შევიძინეთ, პროდუქტის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, მუნიციპალიტეტში გავყიდით. პროდუქტის სავარაუდო ფასი, 2.5- დან 4 ლარის ფარგლებში ეღირება”, – განაცხადა კახა წანაწყენიშვილმა.