კახეთში თვითნებური ნაგავსაყრელების საკითხის მოსაწესრიგებლად სამოქმედო გეგმა შემუშავდა
აღნიშნული გეგმა კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით მუნიციპაპიტეტების გამგებლებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. შიოშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მიზანია პრობლემური უბნებისა და ადგილების გამოვლინება და დასუფთავება.
„კახეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი რეგიონია. ამიტომ მისი მოვლა–დასუფთავება თითოეული ჩვენთაგანის ვალია. გუბერნატორის ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროცესში და ჩვენი რეკომენდაციის თანახმად გამოვლინდება დაბინძურებული ადგილები, გაიწმინდება და იქ განთავსება საინფორმაციო ბანერები. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ამ აქტივობებში ჩართულები იქნებიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია ამ და სხვა მსგავსი აქციების ჩატარებით ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება, რაც საბოლოო ჯამში საგრძნობლად შეამცირებს რეგიონის დაბინძურების დონეს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.