თელავში მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სპეცსაწოლები გადაეცემა
როგორც მერიაში განაცხადეს, 23 საწოლი თელავმა გერმანიის ქალაქ ბიბერახისგან საჩუქრად მიიღო.
,,მოქალაქეებს საწოლები წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა. ამ დროისთვის მერიას უკვე გაცემული აქვს 3 საწოლი და რამდენიმეს სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე უახლოეს მომავალში გასცემს. ამ დროისთვის შემოსულია სხვა განცხადებებიც, რომლებიც განიხილება და საწოლები გადაეცემათ იმ პირებს, რომლებსაც ძლიერი ტრამვა აქვთ მიღებული და ყველაზე მეტად სჭირდებათ”, –განაცხადეს თელავის მერიაში.