გიორგი ბოტკოველი – ნაციონალური მოძრაობა იყო ერთი გუნდი და მომავალშიც ასე იქნება
როგორც Knews.ge–ს პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ერთი ან რამდნეიმე ადამიანის წასვლა პარტიის რეიტინგზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
,,ასეთი შემთხვევბი ყოფლა ნაციონალურ მოძრაობაში. პარტია დატოვა ნინო ბურჯანაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, კობა დავითაშვილმა, გიოგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და სხვებმა, მაგრამ ჩვენ ვიცით მათი რეიტინგი. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებიდან ზოგიერთი მათგანი უფრო რეიტინგული იყო, ვიდრე ისინი, რომლებიც დღეს ტოვებენ ნაციონალურ მოძრაობას. მათი წასვლით ჩვენი პარტიის მუშაობას არანაირი ზიანი არ მიადგება. ნაციონალური მოძრაობა იყო ერთი გუნდი და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ხალხთან აქტიურ ურთიერთობას და ძირითადი მიზანი იქნება ხელისუფლების დამარცხება,“– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ღვინიაშვილი ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთას წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი პარტიას სწორედ ამ მიზეზის გამო ტოვებს.