ახალი ამბები

კახეთში გოჭები განვადებით იყიდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული ფერმერთა მომსახურების ცენტრი, ადგილობრივებს მეცხოველეობის განვითარების მიზნით, ხელშეწყობას სთავაზობს. ფერმერთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებლის მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბექა გონაშვილის განცხადებით, პროექტს კომპანია “აგროქიზიყი” ახორციელებს. ,ფორტუნას’ ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტით მხოლოდ მეღორეობით დაინტერესებული პირები სარგებლობენ, 2017 წლის გაზაფხულიდან კი არსებული პროგრამით მეძროხეობით დაკავებული ფერმერებიც ისარგებლებენ.
,,დახმარების პროგრამა ამ ეტაპზე სატეტსტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა გაამართლა ჩვენი მოლოდინები და შესაბამისად, გაზაფხულიდან მას ახალი კომპონენტებიც დაემატება. პროგრამის არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენი მომსახურების ცენტრი აწარმოებს ცხოველების საკვებს, რომელსაც 4 თვიანი განვადებით აძლევს მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს. 4 თვის შემდეგ კი უკვე გაზრდილ გოჭებს ყიდულობს მათგან, წინასწარვე დადგენილი ფასით”, – აღნიშნავს გონაშვილი.
მისივე განმარტებით, ფერმერები ამ პროგრამით ორმაგ სარგებელს ნახულობენ: პირველი – არ აქვთ საფიქრალი გოჭების საკვებზე, რადგან მას განვადებით ვაძლევთ; და მეორე – არ უჭირთ პროდუქციის რეალიზაცია და იციან, რომ მათი გაზრდილი გოჭები აუცილებლად გაიყიდება. ამასთან, ისინი სარგებლობენ ვეტერინართა უფასო მომსახურებითაც.
”საწყის ეტაპზე პროგრამა მხოლოდ დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებზე ვრცელდება. სამომავლოდ კი გვინდა, რომ მთლიანად აღმოსავლეთ საქართველო მოვიცვათ”, – ამბობს ბექა გონაშვილი.