ახალი ამბები

სიღნაღის საკრებულომ 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

ბიუჯეტის პროექტის განხილვას 20 დეპუტატი ესწრებოდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯარო მოხელეების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც გააცნო. პროექტს თვრამეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტი 6086,7 ათასი ლარით განისაზღვრა.