ახალი ამბები

66 მუნიციპალიტეტს სპეც–ტექნიკა გადაეცემა

პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ევროა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ახალი ნაგავმზიდი მანქანები თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და, სხვა სპეც-ტექნიკასთან შედარებით, უფრო მეტი სიმძლავრისაა, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას.  ჩამოყვანილი ნაგავმზიდები მერსედესის ფირმისაა და თურქეთში კომპანია ,,კატმერჩილერის“ მიერ მზადდება.