საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, კანონმდებლობის თანახმად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, თუმცა, 2017 წლის 14 იანვარი შაბათი დღეა, შესაბამისად, სასწავლო პროცესი ორშაბათს, 16 იანვრიდან, განახლდება.
“აღნიშნული კალენდრით საჯარო სკოლები სარგებლობენ. კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში