ახალი ამბები

ალავერდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა

როგორც Knews.ge-ს, ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა სოსო ჯავახიშვილმა განუცხადა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა „სუბარუ“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.